პიარსკოლის ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლის პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადდა. მსმენელების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად. 3-თვიანი პროგრამა 25 იანვარს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ გაუ-თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.