გააკეთე არჩევანი

გააკეთე არჩევანი

მახსოვს, მოვდიოდი იერუსალიმის ერთ-ერთ ყველაზე განიერ ბენ-იეჰუდას საფეხმავლო ქუჩაზე.. ზოგადად იერუსალიმი ხომ სიმშვიდის მომასწავებელი ქაოსია და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იქ ჯერ თავი არ დაუკარგავს და იქვე არ უპოვნია..

თითოეულ ადამიანში ბადებს ისეთ შეგრძნებებს თითქოს, ქალაქის გულის მთავარი წევრი გახდი და ყველაფერი ქაოტურად, მაგრამ შენს გარშემო მაინც ახერხებს დალაგებას.

მოვდივარ და ვაკვირდები პატარა ქუჩებს, რომლებსაც სხვადასხვა გალაქტიკებში გაყავხარ, ამ თითოეულ ქუჩაზე, ხომ სულ სხვადასხვა სახის,  რელიგიის, ფერის იერუსალიმი გხვდება.

გავაკეთე არჩევანი და ერთ-ერთ, ქვით მოპირკეთებული სახლებით რომ იყო სავსე, მაგ გზას გავუყევი. გავდივარ და მეფიქრება, რომ სასწაულია თუნდაც ერთი ჩვეულებრივი დღე..

ვერ ჩამოწერთ დღეში სულ მცირე რამდენი არჩევანის გაკეთება გვიწევს, თითოეულზე რამდენ წამს, წუთს, ან საათს ვფიქრობთ, ზოგჯერ დღეებსაც, თვეებსაც და თითქოს ეს გადაწყვეტილების მოლოდინი ჩვევად გვექცა და ვერსად ვერ დავემალებით. ბევრს ვფიქრობთ რამის გაყიდვაზე, ან ყიდვაზე, და ნაკლებს იმაზე, თუ რაზე იფიქრა და – „შენ“, როგორც მომხმარებელი სად და რომელ სეგმენტში მოგიხსენია მწარმოებელმა.

რა გვაიძულებს და რა გვადგმევინებს იმ ნაბიჯებს, რასაც ადამიანების ენაზე – არჩევანის თავისუფლებას ვეძახით?

რა ემოციები ახლავს ამდენ ინფორმაციას და ამდენ თავისუფებას თან?

ჩვენთვის რამდენად საჭირო ინფორმაციები აღწევენ ჩვენამდე?

ამ თავისუფლებიდან რამდენის სწავლა შეგვიძლია?

ნინა ალიმბარაშვილის ბლოგპოსტი

ისევ მოვდივარ, გზად პატარა სკამზე წამოსკუპებული ულამაზესი ქუდით მჯდარი მოხუცი კაცი შემომხვდა.

იერუსალიმში ჩემთვის, ყველაზე საყვარელ მომენტებს ზუსტად ადგილობრივი ხალხი ქმნის, როგორც საქართველოში, უშუალო და გახსნილი, უფრო მეტად მომღიმარი და კონტაქტური ერია. გამომხედა თუ არა მივხვდი, რომ დიალოგს ვერსად გავექცეოდი.

გამომკითხა ყველაფერი, დაინტერესდა საიდან გავჩნდი მანდ, უცებ თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და ჩემივე კითხვებზე ერთი, მაგრამ ძალიან საინტერესო პასუხი გამცა :

– გატაცებული ვარ კაბალით..( კაბბალა – მოძღვრებაა ებრაულად) – დაიწყო მან, – ახლა ისეთ თავზე ვარ, სხვადსხვა მოსაზრებებს ვეცნობი, შენ ხომ ხარ სოციალურ ქსელში, ინტერნეტშიც გარკვეული იქნები, ეს თქვენ ახალგაზრდები კი არა, მოხუცებიც კი საქმის კურსში ვართო, იცინის..

– ერთი ისიც გეცოდინება, ნოეს კიდობანის ამბავი, როცა ღმერთი დაპირდა ხალხს რომ წარღვნა, აღარ იქნებოდა.. აი წვიმის სახით წარღვნა არა, მაგრამ ინფორმაციის წარღვნა კი ნამდვილად მოგვავლინა და გვარგო წილად, ინფორმაცია ხომ ადამიანებს აერთიანებს და ვერც კი შემიძლია ჩემი სუსტი გონებით წარმოვიდგინო, რად გადაიქცევა ეს. ხელმისაწვდომი ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ენაზე, დედამიწის ნებისმიერ ადგილას, ამაზე ვერც კი ვიფიქრებდი… ეს ახლა არანაირად ჯადოსნურად არ ჟღერს ხომ, მაგრამ რეალურად ეს არის ერთ-ერთი საოცრება, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ მოვლენა გავხადეთ და თვალებს ვხუჭავთ მისი არსებობის ჯადოსნურობაზე…

მოვუსმინე მას ბოლომდე და გავიფიქრე, რომ, ძალიანაც რომ ვეცადო ვერ შევძლებ ავუხსნა, რატომ მოხვდა ის ამ ინფორმაციის წარღვნაში და როგორ მუშაობს ეს კონკრეტული „წარღვნა“, თუმცა, ალბათ ამაზე პასუხიც ეცოდინებოდა.

თუ იცით რამდენ სეგმენტს აერთიანებს იერუსალიმი?

მას შემდეგ, ერთი წელი გავიდა და დღემდე მეფიქრება მაგ უცნაურ დიალოგზე, ზოგადად უცნაური დიალოგები, რომლებსაც საინტერესო გამოცდილება და ახალი იდეები შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში, მისასალმებელია და უდავოდ საჭიროა, ახალი ინსპირაციის წყაროების აღმოჩენა, ახალი კონტაქტების გაჩენა, აი ამიტომ როგორც იქ, ასევე ამ დროში, სექტემბერში არჩევანი გავაკეთე და ასეთი ინსპირირების ადგილი თბილისშიც აღმოვაჩინე;

დღემდე მეფიქრებოდა იმაზეც, რომ არსებობდა ჩემს გონებაში ქალაქი, თბილისივით, რომელიც ახერხებს და სამ კონკრეტულ სეგმეტს თავისთავში აერთიანებს, მაგრამ პიარსკოლამ პასუხი მაპოვნინა… ზუსტად ამ სამის გაერთიანების გამო, ის ბოლომდე არავის ეკუთვნის და დღემდე სადავოდ რჩება, ვინაიდან ყველასთვის შექმნილი „ბრენდი“ ვერ გახდები.

ყველაზე საინტერესო ჩემთვის, მაინც ამ მთელი კურსის, სამი დატვირთული თვის შემადგენელი საგნების ლექტორები იყვნენ, რომლებსაც სხვადასხვა  გზებზე დავყავდით, მაგრამ მიზანი ერთი და ჭეშმარიტი იყო. სექტემბერში დადებული ფიცი შესრულებულია, ჩვენ კი ნაცნობ ადგილებს უკვე სხვა კუთხით აღვიქვამთ.

ვფიქრობ, გამოწვევების მოყვარული ადამიანისათვის, ვისაც სურს გაეცნოს პიარის სამყაროს, იდეალური ადგილია, სადაც შეიძლება შეიძინო , როგორც ცოდნა, ასევე გაიცნო საინტერესო ხალხი.